თეგებით ძიება

თუ სესხის, მსხვილი საინვესტიციო პროექტის განაწილებაზე ფიქრობთ, ყურადღებით იყავით… - ვის აფრთხილებენ ასტროლოგები?

პლანეტა იუპიტერმა რეტროგრადული მოძრაობა 2024 წლის 9 ოქტომბრიდან დაიწყო და 2025 წლის 4 თებერვლამდე გაგრძელდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2025 წელს უფრო ეფექტური განვითარებისთვის, სამყაროს სურს, თითოეულმა ჩვენგანმა ახალი ცოდნა მიიღოს, განსხვავებული რაღაცები სცადოს ან დაუბრუნდეს იმ კავშირებს, რომლებიც ზაფხულში დავამყარეთ.

სწორედ ზაფხულში იუპიტერი პირველად, 12 წლის შემდეგ ტყუპების ნიშანში გადავიდა. ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც რეტროგრადული იუპიტერის პერიოდში მნიშვნელოვანი ფინანსური ცვლილებები ელოდებათ:

კურო

იუპიტერი თქვენი ფინანსების სექტორში იქნება და გაიძულებთ, არა მხოლოდ პირადი, არამედ ოჯახურ კაპიტალი გონივრულად გადაანაწილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეულმა სირთულეებმა შეგაწუხოთ. თუ სესხის, სადაზღვევო თანხის ან რაიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტის განაწილებაზე ფიქრობთ, ყურადღებით იყავით. შესაძლოა, რაიმე სახის გლობალურმა კრიზისმა თქვენი გეგმები შეცვალოს. ამიტომაც, ასტროლოგები მთავარი რჩევაა, რომ ხარჯები გააკონტროლოთ, ბაზარზე არსებული რისკები შეაფასოთ და ისე მიიღოთ გადაწყვეტილებები.

მორიელი

იძულებული იქნებით არა პირად, არამედ ოჯახთან დაკავშირებულ ფინანსურ სირთულეებს გაუმკლავდეთ. მაგალითად, თუ სახლის ყიდვაზე ან პირიქით, გაყიდვაზე ფიქრობთ, რეტროგრადული იუპიტერის პერიოდში დიდი ალბათობით, რაღაც ხელს შეგიშლით და გეგმებს შეგიცვლით. ამიტომაც, 2025 წლის თებერვლამდე მსხვილი შესყიდვები დაგეგმეთ და შემდგომ განახორციელეთ. (ასევე დაგაინტერესებთ: 13 ოქტომბერს პლანეტა პლუტონი რეტროგრადულ მოძრაობას ასრულებს – თითოეული ადამიანის ცხოვრებაში კი ტრანსფორმაციისა და სიახლეების ეტაპი დაიწყება)

ქალწული

იუპიტერი თქვენი კარიერისა და სტატუსის სექტორში რეტროგრადულ ფაზაში გადადის, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა, თქვენი გეგმები კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით შეიცვალოს. დიდი ალბათობით, ახლა გაგიჩნდებათ სურვილი, რომ არსებულ თანამშრომლობას, ხელფასს, პირობებს გადახედოთ. შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ სრულიად არასაინტერესო გარემოში ხართ. ეს კი ცვლილებებისაკენ გიბიძგებთ.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა