დღეს ღამე დედამიწის მოსახლეობა სუპერმთვარეს ნახავს
17-18 ოქტომბრის ღამის დედამიწის ნაწილი „მონადირის სუპერმთვარეს“ ნახავს.
BBC-ს ცნობით, წელს სუპერმთვარე ცაზე ზედიზედ მესამე თვეა ჩნდება. ასტრონომების განმარტებით, ოქტომბრის სუპერმთვარე 15%-ით უფრო კაშკაშა და 30%-ით უფრო დიდი გამოჩნდება, ვიდრე ეს აგვისტოსა და სექტემბერში მოხდა. შემდეგ სუპერმთვარეს კი უკვე ნოემბერში ვიხილავთ.
სუპერმთვარედ დედამიწის თანამგზავრი მაშინ ითვლება, როცა პლანეტასთან უმოკლესი დისტანციის 10%-ის ფარგლებში მდებარეობს.