თეგებით ძიება

დღევანდელი მარშით უნდა გავუგზავნოთ გზავნილი ხელისუფლებას, რომ დიდი უმრავლესობით ვაპირებთ მათ დამარცხებას - სალომე სამადაშვილი

"დღევანდელი დემონსტრაციით ხელისუფლებას უნდა გავუგზავნოთ გზავნილი, რომ ისეთი დიდი უმრავლესობით ვაპირებთ მათ დამარცხებას, რომ ჩვენთვის ქართველი ხალხის გამარჯვების წართმევას ვერ გაბედავენ" - ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

დღევანდელი დემონსტრაციით უნდა გავუგზავნოთ გზავნილი ხელისუფლებას, რომ ისეთი დიდი უმრავლესობით ვაპირებთ მათ დამარცხება, რომ ვერც კი გაბედავენ ჩვენთვის ქართველი ხალხის გამარჯვების წართმევას და ასევე უნდა გავუგზავნოთ გზავნილი რუსეთს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, უარი ვთქვათ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალზე და რაც მთავარია, დავარწმუნოთ კიდევ ერთხელ ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და მეგობრები, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ნამდვილად არის ევროპა, ნამდვილად არის ევროპული მომავალი იმიტომ, რომ ისინი ელოდებიან სწორედ ქართველი ხალხისგან ამ გზავნილს", - ამბობს სალომე სამადაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა