"ამ კვირაში, 4 გეომაგნიტური დღეა... დიდია, თვალის აღების ალბათობა“ - ასტროლოგი დღეებს ასახელებს
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს და უმნიშვნელოვანეს დღეებზე საუბრობს:
"23 ოქტომბერი გარდამტეხია. მზე ტოვებს სასწორის მშვიდ, დიპლომატიურ ნიშანს და გადადის მეტად ბობოქარ, აგრესიულ მორიელში ერთი თვით. აქედან გამომდინარე, ადამიანებში მოიმატებს ხასიათის აგრესიული ელემენტები. მოიმატებს მორიელის კარგი თვისებებიც: ორგანიზებულობა, მიზანსწრაფულობა, შეუპოვრობა... მაგრამ იქნება მორიელის ნეგატივით: სიჯიუტე, საკრასტულობა, გესლიანი გამოთქმები, ურთიერთობებში ზედმეტი სიხისტე. ამასთან ერთად, წყენის დამახსოვრება, სამაგიეროს დამახსოვრების ტენდენციაც... ვიყოთ ყურადღებით, ეს თითოეულ ჩვენგანშიც გაიზრდება. ვეცადოთ, ყველაფერი დადებითი გამოვავლინოთ, ყველაფერი კარგად იქნება.
4 გეომაგნიტური დღე გვაქვს: დღეს - ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს. გამოვიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება, მით უმეტეს, ვისაც წნევა აწუხებს, აქვს გულსისხლძარღვოვანი პრობლემები ან სხვა სახის ფსიქოლოგიური სირთულეები...
დღეს და ხვალ აურის ენერგო დაბინძურების, თვალის აღების ალბათობა მაღალია. ამიტომ იყავით მასებთან ფრთხილად, რომ ენერგო დაბინძურებას ადგილი არ ჰქონდეს.
სამშაბათს და ოთხშაბათს, თქვენი აზრით, შეიძლება მიიღოთ უმნიშვნელო ინფორმაცია, მაგრამ მერე აღმოაჩენთ, რომ მნიშვნელოვანია. ყველაფერს დაუგდეთ ყური. ეს შემდგომი პერიოდისთვის საჭიროა“, - აცხადებს ასტროლოგი.