28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ვერძი
ამ კვირაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ, ასევე უარი უნდა თქვათ აზარტულ თამაშებზე და მხოლოდ მეგობრების რჩევითა და მათთან შეთანხმებით იმოქმედოთ. თუ საკუთარ ინტუიციას ენდობით და ამ რჩევებსაც გაითვალისწინებთ, მოსალოდნელ კონფლიქტებსაც თავიდან აიცილებთ და სასურველ ადამიანებთან ურთიერთობებსაც შეინარჩუნებთ. პირად ცხოვრებაში კვირა დღე ხელსაყრელია დაკარგული კონტაქტებისა და დიდი ხნის დავიწყებული კავშირების განახლებისთვის.
სასიკეთო დღეები: 29, 3.
არასასიკეთო დღე: 31.
კურო
ამ კვირაში კუროებს მეგობრებთან მჭიდრო ურთიერთობა ახალი პროფესიის ათვისებაში დაეხმარებათ, ხოლო თუ უფრო შემოსავლიანი სამსახურის ძებნას დაიწყებენ, ამაში უკვე ახლო ნათესავების მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, თუ გონივრულად გარისკავთ და ნებისმიერ სირთულეს თვალს თამამად გაუსწორებთ. ფრთხილად იყავით ემოციების მოზღვავებასთან, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ განწყობის უეცარი ცვლილება. შაბათ-კვირას წარმატებული იქნება მოგზაურობა.
სასიკეთო დღეები: 30, 2.
არასასიკეთო დღე: 28.
ტყუპი
ამ კვირაში მნიშვნელოვანია პოზიტიური დამოკიდებულება, სიკეთის და სიყვარულის გჯეროდეთ და ყველანაირად მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. ეცადეთ, რამდენიმე საქმე ერთმანეთს შეუთავსოთ და ყველაფერი სწრაფად მოაგვაროთ. ამჯერად კოლეგების განსაკუთრებულ მადლობასა და პატივისცემას დაიმსახურებთ, ხელმძღვანელებისგან კი შეიძლება ჯილდოც მიიღოთ. შეეცადეთ, შაბათ-კვირა დასვენებას, პაემანს ან მეგობრებთან შეხვედრებს დაუთმოთ.
სასიკეთო დღეები: 29, 1.
არასასიკეთო დღე: 30.
კირჩხიბი
ამ კვირაში თქვენს ენთუზიაზმსა და შემართებას ირგვლივ მყოფები ადვილად შეიმჩნევენ და სათანადოდაც დააფასებენ. თავად კი დროა, იმიჯის შესაცვლელად და ახალი პროექტების დასაწყებადაც მოემზადოთ. დროა შეცვალოთ თქვენი შეხედულება ცხოვრებაზე და ძველი სტერეოტიპებისგან გათავისუფლდეთ. ნუ შეგეშინდებათ გრძელვადიანი პროექტების განხორციელებისა, კარგი იქნება თქვენი მეგობრებისა და პარტნიორების წრის გაფართოება. ახლა ყურადღებას არც საპირისპირო სქესის წარმომადგენლები მოგაკლებენ.
სასიკეთო დღეები: 31, 3.
არასასიკეთო დღე: 1.
ლომი
ამ კვირაში ყველა კონტაქტი საქმიან ინტერესებს უნდა დაექვემდებაროს. თუ ახალი საქმიანი პარტნიორების სარფიან შემოთავაზებებს მზადყოფნით უპასუხებთ, მატერიალურ მდგომარეობას საგრძნობლად გაიუმჯობესებთ. სიბრძნე და მოთმინება დაგჭირდებათ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ამის შემდეგ არაერთი ძვირადღირებული ნივთის შერჩევასა და შეძენასაც შეძლებთ, თუმცა კარგი იქნება, თუ ზომიერებაც არ გიღალატებთ. შაბათს და კვირას სასურველია სასიამოვნო კომპანიაში დასვენება.
სასიკეთო დღეები: 28, 3.
არასასიკეთო დღე: 31.
ქალწული
თქვენი მიღწევები ბევრისთვის სამაგალითო აღმოჩნდება და უმალ საერთო ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდებით. მოთმინებით აღიჭურვეთ და სხვებისთვის რჩევების მიცემისას მათი მოსაზრებების გათვალისწინებაც არ დაგავიწყდეთ. ამ კვირაში დაწყებული საქმეები შუა გზაში არაფრით მიატოვოთ, თორემ შემდეგ ძალიან ინანებთ. უფრთხილდით ზედმეტად მაცდური პროექტებს და შემოთავაზებებს. ამ კვირაში იგრძნობთ განსაკუთრებულ კომფორტს და ურთიერთგაგებას ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობაში.
სასიკეთო დღეები: 29, 2.
არასასიკეთო დღე: 1.
სასწორი
ამ კვირაში თქვენი დიდი ენერგია არ მოგცემთ საშუალებას, რომ მშვიდად იჯდეთ. თუ უცხოეთში გამგზავრება გაქვთ გადაწყვეტილი, ამაზე უკეთეს მომენტს იმისათვის, რომ მიმართულება აირჩიოთ, ბილეთები იყიდოთ და სასტუმროც დაჯავშნოთ, უბრალოდ, ვეღარ შეარჩევთ. ამ საქმეში ფინანსურ დახმარებას ოჯახის წევრებიც გაგიწევენ. უპრობლემოდ და სწრაფად მოაგვარებთ კრედიტთან, უძრავ ქონებასა და სხვა ფულად ოპერაციებთან დაკავშირებულ საქმეებსაც. შაბათ-კვირას შემთხვევითი შეხვედრები ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით.
სასიკეთო დღეები: 29, 1.
არასასიკეთო დღე: 30.
მორიელი
ამ კვირაში უცხოელებთან საქმიანი ურთიერთობისას მოთმინების გამოჩენა და ბევრ საკითხზე ყურადღების განსაკუთრებით გამახვილებაც მოგიწევთ. სამსახურში შეიძლება ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაგეძაბოთ, მაგრამ ემოციებს ნუ აჰყვებით, მშვიდად და მიზანდასახულად იმოქმედეთ და წარმატებას მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე მიაღწევთ. მეტიც, შესაძლოა კვირის ბოლოს ხელფასის გაზრდა ან ხელმძღვანელი თანამდებობა შემოგთავაზონ.
სასიკეთო დღეები: 28, 3.
არასასიკეთო დღე: 2.
მშვილდოსანი
ამ კვირაში სამსახურში ასაკით თქვენზე უფროს ადამიანებთან თანამშრომლობა საგრძნობლად გაგიადვილდებათ და შესაძლოა ლიდერის პოზიციაც დაიკავოთ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში გაუგებრობის შემთხვევაში კი კრიზისიდან გამოსავლის ძებნა მარტოს მოგიწევთ. კომპრომისული გადაწყვეტილებები კარგი იქნება სამსახურში, მაგრამ სრულიად მიუღებელია სახლში. ორმხრივად მომგებიანი შეთანხმებების დადებას, სავარაუდოდ, ხუთშაბათს შეძლებთ. შაბათ-კვირას შანსი გექნებათ დიდი ხნის სურვილი აისრულოთ.
სასიკეთო დღეები: 30, 2.
არასასიკეთო დღე: 3.
თხის რქა
ამ კვირაში თავისუფლად შეადგინეთ სამომავლო გეგმები კოლეგებთან და თანამოაზრეებთან ერთად. მოემზადეთ ახალი პროექტების დასაწყებად და ახალი საქმიანი პარტნიორების გასაცნობადაც. ოთხშაბათს შესაძლებელია მივლინებები და მნიშვნელოვანი საჯარო გამოსვლები. ხუთშაბათი უმჯობესია შეცდომებისა და ხარვეზების გამოსწორებას დაუთმოთ. საქმეში გამოჩენილი უამრავი წვრილმანი პრობლემის მიუხედავად მიზნის მიღწევას აუცილებლად შეძლებთ. კვირის ბოლოს ხანგრძლივი მოგზაურობისთვის კარგი პერიოდი დგება.
სასიკეთო დღეები: 31, 3.
არასასიკეთო დღე: 29.
მერწყული
წარმატების მიღწევის რამდენიმე შანსი ერთად გექნებათ, მაგრამ ურთიერთგამომრიცხავი სურვილების გამო სწორი არჩევანის გაკეთება ძალიან გაგიჭირდებათ. უცხოელებთან ურთიერთობა შეიძლება საქმიანი მოგზაურობით დასრულდეს, რაც მშვენიერი პერსპექტივების წინაშე დაგაყენებთ. ხუთშაბათს მოგიწევთ მოთმინება, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები კოლეგებთან. პარასკევს ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ყურადღება გაამახვილეთ არსებული მდგომარეობაზე, სწორად შეაფასეთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ. შაბათ-კვირას მოუსმინეთ შინაგან ხმას, ის არ მოგატყუებთ.
სასიკეთო დღეები: 1, 2.
არასასიკეთო დღე: 28.
თევზები
თუ საყვარელ ადამიანთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში ტაქტსა და დიპლომატიას მოუხმობთ, ამ კვირაში საწადელის მიღწევა არ გაგიჭირდებათ. შეიძლება საკუთარ თავზე სრულიად უსაფუძვლო ჭორებიც კი მოისმინოთ, მაგრამ არ გაღიზიანდეთ და სამაგიეროს გადახდაზეც ნუ იფიქრებთ. ნუ გამოიწვევთ ირგვლივ მყოფების უკმაყოფილებას თქვენი ქმედებებითა და განცხადებებით. მშვიდად დაგეგმეთ ახალი საქმეები და მათ განხორციელებასაც დინჯად შეუდექით.
სასიკეთო დღეები: 29, 30.
არასასიკეთო დღე: 2.