რთველის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტი დამატებით ₾32 მლნ-ს დახარჯავს
რთველის სუბსიდირებისთვის სახელმწიფომ დამატებით 32 მლნ ლარი გამოყო.
მთავრობის 21 ოქტომბრის განკარგულების თანახმად, 6 მილიონი ლარი გამოიყო მიმდინარე წლის რთველის პერიოდში ჭარბი/დაზიანებული შესყიდვისა და გადამუშავების ნაწილობრივი დაფინანსებისთვის.
ხოლო 26 მლნ ლარი გამოიყო იმ მევენახეებისთვის, რომლებმაც მოსავლის მართვის კომპანიას 1 კგ. საფერავი 1.5 ლარზე ნაკლებ ფასად ჩააბარეს. განკარგულების მიხედვით, ანაზღაურება გამოიყო სხვაობის დაფინანსებისთვის.
მიმდინარე წელს რთველის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 85 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. გამოდის რომ წელს გადასახადის გადამხდელებს რთველის სუბსიდირება 101 მლნ ლარი დაუჯდათ.
საქართველოში რთველი 2008 წლიდან, რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე ემბარგოს დაწესების შემდეგ სუბსიდირდება. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ რთველის სუბსიდირებაზე რეკორდული 138 მილიონამდე ლარი 2021 წელს დახარჯა. 2023 წელს კი ამ მიმართულებით 25 მილიონი ლარი დაიხარჯა.