თეგებით ძიება

როდის უნდა ველოდოთ მაგნიტურ შტორმებს ნოემბერში და როგორ შევამსუბუქოთ მათი ზეგავლენა?

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ნოემბერში დედამიწაზე მოსალოდნელია ძლიერი მაგნიტური ქარიშხლების სერია.

ბუნებრივი რყევებისა და არახელსაყრელი დღეებისთვის მოსამზადებლად, სპეციალისტებმა მათ ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე ნოემბრის მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი შეადგინეს.

როდის უნდა ველოდოთ მაგნიტურ შტორმს

1 ნოემბერი – ერთდღიანი გეომაგნიტური აქტივობა, რაც ნერვიულობას და შფოთს გამოიწვევს;

3 ნოემბერი – ძლიერი ორდღიანი ქარიშხალი, რომელმაც შეიძლება ჯანმრთელ ადამიანებშიც კი თავის ტკივილი და ძილიანობა გამოიწვიოს;

5 ნოემბერი – ზომიერი ქარიშხალი, რომელიც 12 საათის განმავლობაში გაგრძელდება და შესაძლოა ძილის რეჟიმის დარღვევა გამოიწვიოს.

9 ნოემბერი – ძლიერი ქარიშხალი 36 საათის განმავლობაში. მეტეოდამოკიდებულ ადამიანებში შეიძლება გამოიწვიოს შაკიკი და გაღიზიანება;

12 ნოემბერი – ზომიერი ქარიშხალი, რომელიც გავლენას ახდენს კონცენტრაციასა და კოგნიტიურ შესაძლებლობებზე;

17 ნოემბერი – ძლიერი ქარიშხალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შესაძლებელია ემოციური არასტაბილურობა და განწყობის ცვალებადობა;

20 ნოემბერი – კიდევ ერთი ძლიერი ქარიშხალი, რომელიც 24 საათის განმავლობაში გრძელდება, რამაც შეიძლება გადაღლა და ძალების დაკარგვა გამოიწვიოს.

როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:

შეძლებისდაგვარად ადრე დაწექით დასაძინებლად – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ორგანიზმს აღდგენაში ეხმარება და, ასევე, ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;

გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) საწოლიდან მკვეთრად არ უნდა წამოდგეთ, რადგან შესაძლოა თავბრუ დაგეხვათ და წონასწორობა დაკარგოთ. ამიტომ ჯერ წამოჯექით, ცოტა ხანს მოიცადეთ და შემდეგ ადექით;

კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;

დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;

არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე, თამბაქოს მოწევა;

საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, მოხარშული ქათმის ხორცი და თევზეული;

მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;

ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;

კარგი იქნება, თუ სტრესს თავიდან აიცილებთ და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას სხვა დროისთვის გადადებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა