ჩრდილოეთ კორეამ ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა და რეკორდი დაამყარა, მსოფლიო კი ამას მშვიდად უყურებს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ იცის, თუ სად არიან დისლოცირებულნი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები, თუმცა მათ იქამდე არ შეუძლიათ იერიშის მიტანა, სანამ უკრაინის საზღვარს არ გადაკვეთენ.
ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნები გააკრიტიკა და თქვა, რომ მსოფლიო მშვიდად უყურებს იმ ფაქტს თუ როგორ იზრდება საფრთხეები ჩრდილოეთ კორეიდან.
„ჩრდილოეთ კორეამ ცოტა ხნის წინ ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა, ფრენის რეკორდული დროით და სიმაღლით. მსოფლიო უბრალოდ უყურებს, როგორ იზრდება ეს საფრთხე. მოსკოვის დახმარებით ჩრდილოეთ კორეამ გააუმჯობესა თავისი საარტილერიო და სარაკეტო შესაძლებლობები. ახლა ისინი სწავლობენ თანამედროვე ომის ტაქტიკას. ათასობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი უკვე იმყოფება უკრაინის საზღვრებთან და საბრძოლველად ემზადება. მსოფლიო ჯერ კიდევ უყურებს ამ ყველაფერს. ჩვენი ვიცით, სად უყრის თავს რუსეთი ჩრდილოეთ კორეიდან ჩამოსულ ჯარისკაცებს. ჩვენ შეგვეძლო გვემოქმედა პრევენციულად, რომ გვქონოდა შორი მანძილზე მოქმედი რაკეტები. ამერიკა, დიდი ბრიტანეთი და გერმანია ჯერ კიდევ თვალს ადევნებენ“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.