ამერიკელმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა, მან ამერიკა გადაარჩინა - მაიკ ჯონსონი
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამერიკელებმა ქვეყანა გადაარჩინეს. როგორც მაიკ ჯონსონმა დაწერა, ამერიკელმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა.
"ჩვენ გადავარჩინეთ ამერიკა, ამერიკელმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სენატორი ჯეი დი ვენსი თეთრ სახლში მიდიან. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ამერიკელი ხალხისთვის“, – დაწერა მაიკ ჯონსონმა.
აშშ-ში 5 ნოემბერს მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგად 47-ე პრეზიდენტი იქნა არჩეული. ამ დროისთვის რესპუბლიკელების კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს, რომელმაც ამომრჩეველთა კოლეგიის გამარჯვებისთვის საჭირო ხმები მოიპოვა.