"ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა, თან ამერიკის ჯინაზე და ხარჯზე როგორც ესენი იქცევიან, ტრამპის ადმინისტრაციისთვის სრულიად გაუვალი წითელი ხაზია" - თინა ხიდაშელი
ღმერთო ჩემო, ამათ რა უხარიათ? - ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი იყო პირველი ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც საჯაროდ, გვერდით მდგომ ქართელ პრემიერს თითი უქნია: - ჩინეთს და რუსეთს ნუ გადააყლაპინებთ საქართველოსო! - ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.
"ღმერთო ჩემო, ამათ რა უხარიათ?
ფაქტები:
1. კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს შესახებ აქტები ტრამპის მხარდამჭერი კონგრესმენების ინიცირებულია.
2. სენატში ორპარტიულია.
3. ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო მდივანი იყო პირველი ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირი რომელმაც საჯაროდ, პრესკოფერენციაზე მის გვერდით მდგომ ქართელ პრემიერს თითი უქნია და ჩინეთს და რუსეთს ნუ გადააყლაპინებთ საქართველოსო.
ანაკლიას ნუ აჩუქებთ ჩინელებს და რუსებსო მოგვიწოდა!
4. ჩინეთთან სატრატეგიული თანამშრომლობა, თან ამერიკის ჯინაზე და ხარჯზე როგორც ესენი იქცევიან ტრამპის ადმინისტრაციისთვის სრულიად გაუვალი წითელი ხაზია.
5. ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს მივიღეთ მრავალი წლის ნანატრი ჯაველინები და ყველაზე დიდი სამხედრო დახმარება.
6. კონგრესმენი ჯო ვილსონი ერთ ერთი პირველი იყო ვინც ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვა და მასზე ერთგული მიმდვარი პრეზიდენტ ტრამპს ძალიან ცოტა ყავს.
ხოდა რა ვიცი, კიდევ ვკითხულობ რა უხარიათ?", - წერს თინა ხიდაშელი.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.