11:11 - დღეს სურვილების ჩაფიქრების დროა
მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და ამბობს, რომ 11 ნოემბერს ყველაზე ძლიერი დღეა ენერგეტიკულად.
„მეგობრებო წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დღეა ენერგეტიკულად, იხსნება ენერგეტიკული პორტალი.
11 ნოემბერს 11-ის 11 წუთზე სურვილები ჩაიფიქრეთ, რადგან საკრალური დღეა.
(გააკეთეთ ვიზუალიზაცია, წარმოიდგინეთ, რომ ასრულდა სურვილი და შესაბამისი განცდა განიცადეთ მკვეთრად).
მზის ქორფა სხივები, ბედნიერება და სიყვარული გაუგზავნეთ ყველას, დაულოცეთ ყველა მშობელს შვილები და ყველა შვილებს მშობლები.
ყველას სიკეთეს გისურვებთ“,-წერს მიხეილ ცაგარელი.