რუსეთი მზადაა, უკრაინასთან ნებისმიერი რეალისტური სამშვიდობო ინიციატივა განიხილოს - მარია ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი მზადაა უკრაინასთან ნებისმიერი რეალისტური სამშვიდობო ინიციატივა განიხილოს, რომელიც რუსეთის ინტერესებს და ადგილზე არსებულ ვითარებას ითვალისწინებს.
ზახაროვას თქმით, რუსული მხარე მზად არის მოლაპარაკებებისთვის.
"ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი რეალისტური, არაპოლიტიზებული ინიციატივა,“ - განაცხადა ზახაროვამ და დასძინა, რომ რუსეთი განიხილავს მხოლოდ ისეთ მოლაპარაკებას, რომელიც დაფუძნებული იქნება მოსკოვის ინტერესების გათვალისწინებაზე.