„სპეცრაზმელებზე თავდასხმას არ დამაბრალებდეთ და სხვას აღარ ვჩივი, ჩემო ოდესღაც ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო. ეს რა დღეში ჩაგაგდოთ ამ "ბრძენმა" და ფულიანმა კაცმა“ - გურამ როგავა
გუშინდელ აქციაზე დაშავებული „ფორმულას“ ჟურნალისტი, გურამ როგავა სოციალურ ქსელში წერს:
„როგორც ვხვდები, სამთავრობო პროპაგანდის არხებმა, მათ შორის საზმაუმ, ჟურნალისტებზე ძალადობის ვიდეოები ვერ მოიპოვეს. სპეცრაზმელებზე თავდასხმას არ დამაბრალებდეთ და სხვას აღარ ვჩივი, ჩემო ოდესღაც ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო. ეს რა დღეში ჩაგაგდოთ ამ "ბრძენმა" და ფულიანმა კაცმა“, - წერს როგავა.