თეგებით ძიება

მძიმე დღეები დეკემბერში – მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი

მეცნიერთა წინასწარი შეფასებით, გეომაგნიტური აქტივობის თვალსაზრისით ზამთრის პირველი თვე საკმაოდ მშვიდი იქნება. თუმცა რამდენიმე არახელსაყრელი დღე მაინც არის მოსალოდნელი.

6-7 დეკემბერი - მეცნიერები ამ დღეებში საშუალო სიძლიერის გეოშტორმს წინასწარმეტყველებენ;

15-17 დეკემბერი - ძლიერი ქარიშხალია მოსალოდნელი, რომელიც პიკს 16 დეკემბერს მიაღწევს;

29-31 დეკემბერი - სავარაუდოა სუსტი მაგნიტური ქარიშხალი.

როგორ მოქმედებს მაგნიტური ქარიშხლები ადამიანის ჯანმრთელობაზე

ადამიანზე მაგნიტური ქარიშხლების ზეგავლენას სწავლობს ცალკე სამეცნიერო მიმართულება – ჰელიობიოლოგია, რომელიც ცდილობს გაარკვიოს, არის თუ არა კავშირში ადამიანის დაავადებების განვითარებასთან მზის აქტივობის ცვლილებები და გეომაგნიტური ქარიშხლები.

გეომაგნიტური ქარიშხლის ზემოქმედება ყველაზე ხშირად ვლინდება ამინდზე დამოკიდებულ და გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანებში.

მაგნიტური ქარიშხლის ადამიანზე ზემოქმედების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

თავის ტკივილი

სისუსტე

თავბრუსხვევა

გულისრევა

სახსრებისა და კუნთების ტკივილი

არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა

ძილის დარღვევები (უძილობა ან ძილიანობა)

ძლიერი დაღლილობის შეგრძნება


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა