თეგებით ძიება

7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მშვენიერი დღეა დასვენებისთვის, მაგრამ ამის საშუალება ყველას არ ექნება. ნუ გარისკავთ, თუნდაც გეგონოთ, რომ წარმატების შანსი გაქვთ. ყველაზე გონივრული იქნება, თუკი პროექტის დაწყებას ცოტა ხნით გადადებთ. თუ შესაძლებელია, ეს დღე ოჯახთან ერთად გაატარეთ. შეგიძლიათ კინოში ან გასართობ ცენტრში წასვლა. ესაუბრეთ საყვარელ ადამიანს იმაზე, რაც გაწუხებთ, პრობლემას ნუ დამალავთ.

კურო

იღბალი ფეხდაფეხ დაგყვებათ, ამიტომ ნებისმიერ საქმეში, რომელსაც ამ დღეს ხელს მოჰკიდებთ, წარმატება გელით. ბოლოს და ბოლოს, მენეჯმენტი ყურადღებას მოგაქცევთ, ზოგი კოლეგა კი შუქით აივსება. ყურადღება მიაქციეთ თქვენ ირგვლივ მომხდარ მოვლენებს, ისინი განიშნებენ, რა მიმართულებით უნდა იმოძრაოთ. ვარსკვლავები მოდუნებას და კარგად დასვენებას გირჩევენ, რათა ახალი სამუშაო კვირის წინ ძალები აღიდგინოთ.

ტყუპები

ამ დღეს შეგიძლიათ, საკუთარ თავს სიზარმაცის უფლება მისცეთ. გირჩევ, მთავარი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაასრულოთ და საღამოს გასართობად წახვიდეთ ან სახლში ინებივროთ. ამ დღეს შემოვლითი გზა ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე პირდაპირი. ის ხელსაყრელია მეგობრებთან შეხვედრის, საყიდლებზე წასვლის და გართობისთვის. ზოგ ტყუპს სიურპრიზი ელის, რომელიც განწყობას აუმაღლებს.

კირჩხიბი

გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და საჭიროების შემთხვევაში ექიმთან შეხვედრა დაგეგმეთ. სასურველია, რომ სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ, სპორტით დაკავდეთ და ივარჯიშოთ. თუ საყვარელ ადამიანებთან კითხვები გაქვთ, თამამად დასვით და წყენა გულში არ შეინახოთ. ფრთხილად იყავით - გადაჭარბებულმა თავდაჯერებამ შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს. საქმიანი მოლაპარაკებებისთვის არახელსაყრელი დღეა.

ლომი

მშვენიერი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. ზოგისთვის ეს იქნება დამატებითი სამუშაოს პოვნა, ზოგისთვის კი ბიუჯეტის რაციონალური განაწილება და დაზოგვის რეჟიმზე გადასვლა. ზოგი ლომი თავს შეუძლოდ იგრძნობს და ექიმთან მიღებაზე ჩაეწერება. შესაძლოა, ახლობელი ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. თქვენ ეცდებით, რომ გაუგებრობა აღმოფხვრათ, თუმცა ეს ადვილი არ იქნება.

ქალწული

თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან, რომელიც, პრობლემებისა და სირთულეების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ეცადეთ, თქვენი მსოფლმხედველობის საზღვრები გააფართოოთ. სავარაუდოდ, ახალი შესაძლებლობები გაჩნდება, მთავარია დროულად დაინახოთ. გახსოვდეთ, რომ ახალი შეცდომების თავიდან აცილება მხოლოდ ძველ გამოცდილებას შეუძლია, ამიტომ შეცდომებზე თვალი არ უნდა დახუჭოთ.

სასწორი

მიზნისკენ ნელა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მიიწევთ. შესაძლოა, ვიღაცამ სხვა ადამიანების დაპირისპირებასა და კონფლიქტებში ჩაგითრიოთ, მაგრამ ვარსკვლავების დახმარებით გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან იპოვით. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ხარჯები გელით, ფინანსურ საკითხებზე ნერვიულობის საფუძველი არ გაქვთ. თუ თქვენს ახლოს არიან ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, გვერდით ნუ ჩაუვლით.

მორიელი

7 დეკემბერს შეგიძლიათ კოლეგებისა და ახლობლების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. მათი დახმარებით, დაგეგმილი საქმეები გაცილებით სწრაფად და უკეთ დასრულდება. ზოგი პრობლემის სათავე წარსულში უნდა ეძებოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შეჩერდეთ და საკუთარ გრძნობებში გარკვევა სცადოთ ან საკუთარი ეჭვების შესახებ ახლობელ ადამიანებს უამბოთ. ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის. ამ დღეს შეძენილი ნივთები დიდხანს გაგახარებთ.

მშვილდოსანი

დავიწყებული ვალის დაბრუნება ან ფინანსური ბონუსი გელით. შეძენამდე პროდუქტი ყურადღებით დაათვალიერეთ, განსაკუთრებით ვარგისობის ვადას დააკვირდით, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. უსმინეთ რას ამბობენ თქვენი კოლეგები. სავარაუდოდ, დაწინაურების ან სამუშაოს შეცვლის შანსი გაჩნდება. მარტოხელა მშვილდოსანი საინტერესო ადამიანს შეხვდება, მაგრამ მოუცლელობის გამო, შეიძლება ვერც შეამჩნიოს. გირჩევთ, სამომავლო გეგმებს გადახედოთ - იქნებ შეცდომა დაუშვით და დიდი ხანია, არასწორ გზას მიჰყვებით?

თხის რქა

ამ დღეს საშუალება გექნებათ, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ და თქვენი სოციალური წრე გააფართოოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მცირე გაუგებრობა გელით. სავარაუდოდ, ახსნა-განმარტებების გაკეთება და კომპრომისების პოვნა მოგიწევთ. ეცადეთ, პერიოდულად საკუთარ ქმედებებს გადახედოთ და რეალობას მოარგოთ. არ არის გამორიცხული, პასუხი მიიღოთ კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია, გტანჯავთ.

მერწყული

მეგობრები დაიცდიან - უმჯობესია, ეს დღე ოჯახის წევრებს დაუთმოთ. საყიდლებზე წადით, სადილი ან ვახშამი ერთად მოამზადეთ, საინტერესო ფილმს უყურეთ ან საერთო გატაცება იპოვეთ. რაღაც სიახლემ შეიძლება ცხოვრების მიმართ თქვენს დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედოს. მცირე ნერვიულობას თუ არ ჩავთვლით, ჯანმრთელობის მხრივ, ყველაფერი წესრიგშია და თავს საკმაოდ მხნედ გრძნობთ.

თევზები

სუფთა ჰაერზე სეირნობა, იოგა და მედიტაცია დაგეხმარებათ, რომ სტრესისგან გათავისუფლდეთ და ძალები აღიდგინოთ. რაღაც სიახლე გაიძულებთ, მიმდინარე მოვლენებზე შეხედულება შეცვალოთ. ქრონიკული დაავადებების გამწვავება რომ აიცილოთ, დროა, მკურნალობის პრევენციულ ღონისძიებებზე იფიქროთ.

წყარო: ფანთაიმი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა