თეგებით ძიება

დაკავებულ ჟურნალისტს ნიკა კაციასა და ექიმ გიორგი ახობაძეს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ჟურნალისტს ნიკა კაციასა და ექიმ გიორგი ახობაძეს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს. ორივე მათგანი პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა და მათზე ფიზიკურად იძალადა.  კაციას სახლში ადვოკატის განმარტებით უკანონო ჩხრეკა ჩატარდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლიდან ნარკოტიკები ამოიღეს.  ახობაძის ადვოკატი კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდო და ასე სცადა აქტივისტებზე ანგარიშსწორება.

ახობაძე მშრალი შიმშილობიდან, შიმშილობაზე გადავიდა და ოჯახის წევრების თხოვნით, სითხის მიღებას დათანხმდა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა