ყველას აყენებენ შეურაცხყოფას, მინდა, ხვიჩას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო - გენო პეტრიაშვილი
„ყველას აყენებენ შეურაცხყოფას, იქნებიან ეს ქართული სპორტის თუ ხელოვნების წარმომადგენლები, ღირსეული ადამიანები“, - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების“ დეპუტატი გენო პეტრიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის თემაზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ დამცინავ კომენტარებს.
პეტრიაშვილმა ხვიჩას მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
„მიზანმიმართულად ახდენენ ამ ძვირფასი ქართველის შეურაცხყოფას. საერთოდ, ტენდენციაა, ამ ადამიანების ხელწერაა, არც ვიცი, მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო, მათთვის არ არსებობს არანაირი წმინდა, ქართული. ყველას აყენებენ შეურაცხყოფას [ოპოზიციის მხარდამჭერები], იქნებიან ეს ქართული სპორტის თუ ხელოვნების წარმომადგენლები, ღირსეული ადამიანები. მინდა, ამ ძვირფას ადამიანებს მივმართო, არ მიაქციონ მათ ყურადღება. ჩემი დიდი პატივისცემა ამ ქართველებს, ამ ღირსეულ ხალხს და მინდა, ხვიჩას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო“, - აღნიშნავს პეტრიაშვილი.