"ამას ვწერ გულით. უზომოდ ვღელავ ახლანდელ სიტუაციაზე საქართველოში" - რას წერს ქეთი მელუა
"უზომოდ ვღელავ ახლანდელ სიტუაციაზე საქართველოში", - ამის შესახებ მომღერალი ქეთი მელუა "ინსტაგრამზე" წერს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.
"მართალია მე დიდი ხანია საქართველოდან წამოსული ვარ. მაგრამ ამას ვწერ გულით. უზომოდ ვღელავ ახლანდელ სიტუაციაზე საქართველოში, ყოველ დილას ვუყურებ ახალ ამბებს და სოციალურ ქსელებს.
ზუსტად მესმის, რატომ უნდა ქართველ ხალხს ევროპაში. ევროპის პრინციპები ახმოვანებს ადამიანის თავისუფლებას და ერთი ადამიანის მეორე ადამიანის მიმართ პატივისცემას. ვინც არ უნდა იყოს იგი.
ეს პრინციპები,ჩემთვის იდენტურია ქართულ კულტურასთან. მე სულ ვხედავდი ამ პრინციპების განხორციელებას საქართველოში, ურთიერთობა მეზობლებს შორის, მეგობრებს შორის და სხვა და სხვა რელიგიის ადამიანების შორის", - წერს ქეთი მელუა.