უძრავი ქონების შეფასების კრიტერიუმები - როგორ გავიგოთ, რა ღირს ჩვენი ბინა?
უძრავი ქონების ზუსტი შეფასება მნიშვნელოვანია როგორც მყიდველებისთვის, ასევე გამყიდველებისთვის, ინვესტორებისთვის და კრედიტორებისთვის. უძრავი ქონების ღირებულების შეფასება რამდენიმე კრიტერიუმზეა დაფუძნებული. ამ კრიტერიუმების მიზანია დადგინდეს, რამდენად მაღალია კონკრეტული უძრავი ქონების ღირებულება ბაზარზე.
მოდით, განვიხილოთ უძრავი ქონების შეფასების რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმები:
ადგილმდებარეობა
უძრავი ქონების ადგილმდებარეობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მისი ფასის განსაზღვრისთვის. რაც უფრო გამორჩეულია ლოკაცია მით უფრო მაღალია ქონების ღირებულება. ძირითადად მაღალი ფასის განმსაზღვრელია ქალაქის ცენტრალური უბნები, სიახლოვე სატრანსპორტო მაგისტრალებთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, კომერციულ და სოციალურ ინფრასტრუქტურასთან და ა.შ.
ქონების მდგომარეობა
ქონების ღირებულებაზე ასევე დიდ ზეგავლენას ახდენს მისი მდგომარეობა. როგორც წესი, ახალი და თანამედროვე შენობები ყოველთვის უფრო ძვირია, ვიდრე ძველი და სარემონტო სახლები.
დაგეგმარება და ფართი
ქონების ფართი (მ²) და მისი დაგეგმარება მნიშვნელოვანი ფაქტორებია. რაც უფრო დიდი და სწორად დაგეგმარებულია ბინა, მით უფრო ღირებულია იგი.
ინფრასტრუქტურა და მომსახურება
უძრავი ქონების ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა (მაგალითად, სკოლები, ბაღები, სავაჭრო ცენტრები, სუპერმარკეტები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფასის განსაზღვრაში. ასევე, ქონების ფასს მნიშვნელოვნად ზრდის გამართული ტექნიკური მომსახურება - ლიფტი, წყალი, გაზი, ელექტროობა და ა.შ.
ეკონომიკური მდგომარეობა
უძრავი ქონების ღირებულებაზე გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, უძრავი ქონების ბაზრის მდგომარეობა და ცვალებადი ეკონომიკური პარამეტრები (მაგალითად, სავალუტო კურსი და საპროცენტო განაკვეთები).
შედარება ბაზარზე არსებულ სხვა ქონებებთან
ხშირად ქონების შეფასების კრიტერიუმი ხდება მსგავსი ქონებების გაყიდვის ფასები, რომლებიც მოცემულია იმავე ან ახლო ტერიტორიაზე.
ბაზრის მოთხოვნა და მიწოდება:
მაშინ, როცა ბაზარზე მოთხოვნა დიდია, ხოლო მიწოდება ნაკლები, ქონების ფასი იზრდება. მაღალი მიწოდების პირობებში კი, პირიქით, მოთხოვნის დონე დაბალია და შეიძლება გამოიწვიოს ფასების შემცირება.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უძრავი ქონების ღირებულების შეფასება საკმაოდ კომპლექსური პროცესია, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება არა მხოლოდ გასაყიდი ქონების მახასიათებლებს, არამედ ბაზრის დინამიკას, ეკონომიკურ მდგომარეობას და ა.შ,