თეგებით ძიება

„21 დეკემბერი საკრალური დღეა... დაწერეთ სურვილები და ახალ წლამდე დღეში სამჯერ წაიკითხეთ“ - მიხეილ ცაგარელის რჩევები

„გასულ კვირასთან შედარებით ეს კვირა უკეთესია. დედამიწა დადებითი ენერგიისკენ იხრება. 21 დეკემბერს მზე ტოვებს აქტიურ, ენერგიულ და ცეცხლოვან მშვილდოსანს და გადადის თხის რქაში ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და სტაბილურ ნიშანში. ეს ყველაფერი კი სიტუაციას დაამშვიდებს და მოიმატებს პასუხისმგებლობა ადამიანებში. 21 იანვარი ასევე საკრალური დღეა - ყველაზე გრძელი ღამე და მოკლე დღე არის. ამ დღეს ყველაფერი კარგი ჩაუთქვით დაწერეთ ფურცელზე რა სურვილები გაქვთ და ახალ წლამდე დღეში 3-ჯერ წაიკითხეთ“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „იმედის დილის“ ეთერში საუბრობს. 

მიმდინარე კვირაში გვაქვს 3 გეომაგნიტური დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი და კვირა. თუ ამ დღეებში თავს ცუდად იგრძნობთ შეიმოწმეთ წნევა.

ოთხშაბათს სველ ზედაპირებზე იყავით ფრთხილად, მოცურების ალბათობა, როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით არის მაღალი, თან წვიმაა გამოცხადებული. ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დღის პირველ ნახევრამდე გულსისლძარღოვანთა სისტემას გაუფრთხილდით და მიაქციეთ ყურადღება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა