თეგებით ძიება

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღე ცვლილებების სურვილს გაამძაფრებს, რაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. აჩქარებამ და იმპულსურობამ შეიძლება ძალიან დაგაზიანოთ. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ - ახლა ეს ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. გახსოვდეთ, საქმეში რამდენ ენერგიასაც ჩადებთ, იმდენი თანხა დაგიბრუნდებათ. სასურველია, რომ სამომავლო გეგმები ოჯახთან და ახლო მეგობრებთან ერთად განიხილოთ.

კურო

ამ დღეს შეიძლება ეჭვიანობამ და უნდობლობამ შეგიპყროთ. თქვენი სიჯიუტის გამო თქვენი დარწმუნება თითქმის შეუძლებელია. ნუ იქნებით ზედმეტად დამოკიდებული პარტნიორზე და საკუთარი ინტერესებიც გაითვალისწინეთ. გირჩევთ, კამათის დროს მოწინააღმდეგეზე ზეწოლას მოერიდოთ. სასურველი შედეგის მისაღწევად მეტი მოქნილობა და დიპლომატიური თვისებები გმართებთ.

ტყუპები

ყოველმხრივ წარმატებული დღეა. შესაძლოა, გაუმკლავდეთ პრობლემას, რომელიც ადრე გადაუჭრელი ჩანდა. ამ დღეს ექსპერიმენტი ძველ, გამოცდილ მეთოდზე უფრო წარმატებული იქნება. გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნას ადვილად მოახერხებთ, არ დაიბნევით და კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ. შეიძლება შეხვდეთ საინტერესო ადამიანს და მიხვდეთ, რომ ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობები არც ისე ცუდია.

კირჩხიბი

დაივიწყეთ ყველაფერი ცუდი, რაც წარსულში მოხდა და ყურადღება მხოლოდ მომავალზე გაამახვილეთ. სამყარო გააძლიერებს თქვენს სწრაფვას ცოდნისა და პიროვნული განვითარებისკენ. სამსახურში მოსალოდნელია ცვლილებები, რომლებიც არ მოგეწონებათ და შეიძლება სამსახურის შეცვლა გადაწყვიტოთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია, ძველი ნივთებისგან ბინის დაცლა დაგეგმოთ.

ლომი

ძალებითა და ახალი იდეებით სავსე ხართ და თუ არ იზარმაცებთ, მათ განხორციელებასაც შეძლებთ. პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ გრჩებათ, სამაგიეროდ, პროფესიულ საქმიანობაში ახალ სიმაღლეებს იპყრობთ და კოლეგებს შრომის ნაყოფიერებით აოცებთ. ამ დღეს წვრილმანები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ქალწული

ამ დღეს საშუალება გექნებათ, ოცნება აისრულოთ - ეს შეიძლება დაწინაურება, წარმატებულ კომპანიაში გადასვლა ან საკუთარი ბიზნესის დაწყება იყოს, მაგრამ მზად იყავით, რომ ამას დიდი ძალისხმევა და მოთმინება დასჭირდება. მნიშვნელოვანია, ყურადღება წვრილმანებზე არ გაგეფანტოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საქმიანი შეხვედრებისა და დისკუსიებისთვის მოემზადოთ.

სასწორი

ამ დღეს რატომღაც დამსაქმებელიც და კოლეგებიც ცდილობენ, რომ იმაზე მეტი საქმის გაკეთებაზე დაგიყოლიონ, ვიდრე გევალებათ. გირჩევთ, პირველ რიგში, საკუთარი მოვალეობები შეასრულოთ და თუ დრო დაგრჩათ, კოლეგებს დაეხმაროთ. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას და სარისკო საქმეებს, თუნდაც ახლო მეგობრებმა შემოგთავაზონ. ამ დღეს ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება და სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარება მოგიწევთ.

მორიელი

შესაძლოა, ეს დღე ახლობელი ადამიანის პრობლემების მოგვარებას დაუთმოთ. რა თქმა უნდა, გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანის დახმარება მოსაწონია, მაგრამ ნურც საკუთარ ვალდებულებებს დაივიწყებთ. მენეჯმენტთან კარგი ურთიერთობა გაქვთ, რაც შეიძლება კოლეგებისგან დისტანცირების მიზეზი გახდეს. გადაწყვეტილების მიღებისას ეცადეთ, გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ.

მშვილდოსანი

სამსახურში კოლეგებთან განსხვავებული შეხედულებების გამო შეიძლება ვითარება დაიძაბოს და თქვენ ურთიერთობებს გამოცდის გავლა მოუწიოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მთელი ყურადღება საქმეზე მიმართოთ - ეს უახლოეს მომავალში პროფესიულ წარმატებას მოგიტანთ. ადამიანი წარსულიდან თქვენს ცხოვრებაში დაბრუნებას და თქვენი კეთილგანწყობის მოპოვებას ეცდება.

თხის რქა

როგორც წესი, პარტნიორს ფრთხილად ირჩევთ, მაგრამ ვარდისფერი სათვალე უნდა მოიხსნათ და ზოგ გადაწყვეტილებას გადახედოთ. ადამიანები იცვლებიან და დროთა განმავლობაში შეიძლება შეხედულებები თქვენც შეიცვალოთ. თუ თქვენი ამჟამინდელი ურთიერთობა არ გაკმაყოფილებთ, ნუ შეგეშინდებათ, რომ ვითარება შეცვალოთ.

მერწყული

ძალას და დროს არ ზოგავთ და ყველანაირად ცდილობთ, წარმატებას და აღიარებას მიაღწიოთ. ნუ იქნებით საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მკაცრი და კრიტიკული, თორემ შეიძლება ახლობელი ადამიანები დააფრთხოთ. ზოგჯერ მნიშვნელოვანია, უბრალოდ, მოდუნდეთ და ცხოვრებით ისიამოვნოთ. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა ახლო მეგობარმა ან ოჯახის წევრმა საინტერესო ადამიანი გაგაცნოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ის სწორ პასუხს გაგცემთ.

თევზები

ამ დღეს დიდი მოცულობით სამუშაოს შესრულება მოგიწევთ და იმდენად დატვირთული იქნებით, რომ თავისუფალ წუთს ვერ იპოვით, თუმცა, ამისთვის აუცილებლად დაჯილდოვდებით. გამორიცხული არ არის კარიერული წინსვლა, რომელზედაც დიდი ხანია, ოცნებობთ. შეეცადეთ უარყოფითი აზრები თავიდან აიცილოთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ენერგია, რომელსაც ასხივებთ, უკან გიბრუნდებათ. აჩქარება, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ მშვიდად და თანმიმდევრულად იმოქმედეთ.

წყარო: ფანთაიმი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა