ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ გენო პეტრიაშვილი 2024 წლის საუკეთესო ფალავნად დაასახელა
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (UWW) თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2024 წლის საუკეთესო ფალავნად ამავე წლის ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი დაასახელა.
„30 წლის ქართველმა რეიტინგი საუკეთესო შედეგით, 68 200 ქულით დაასრულა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია აღნიშნავს, გენო პეტრიაშვილის შედეგები ემყარება 2024 წელს ოლიმპიურ თამაშებზე, ევროპის ჩემპიონატზე და ასევე, ხორვატიისა და უნგრეთში გამართულ ტურნირებში დაფიქსირებულ შედეგებს.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საუკეთესოს ტიტული იაპონელ ნაო კუსაკას ხვდა.