"დღეს დილით გიო საკუთარ სახლში, თავისი ოჯახის გარემოცვაში დაემშვიდობა დედას“ - გიორგი ახობაძის და
"დღეს დილით გიო საკუთარ სახლში, თავისი ოჯახის გარემოცვაში დაემშვიდობა დედას.
გვიხარია, რომ ოჯახის წევრებმა შევძელით მისი ნახვა" - წერს პატიმარ გიორგი ახობაძის და, მანანა ახობაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გიორგი ახობაძე 2024 წლის დეკემბრის საპროტესტო აქციებზე დააკავეს. 14 იანვარს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ახობაძის დედა გარდაიცვალა.