რა უნდა გაითვალისწინოთ იატაკის არჩევისას?
იატაკის საფარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რომელსაც შეუძლია სახლის ინტერიერი მთლიანად შეცვალოს. როცა იატაკის საფარს ირჩევთ, ამ საკითხს დიდი სერიოზულობით უნდა მოეკიდოთ. თითქოს რა უნდა იყოს იატაკის არჩევაზე ადვილი - იღებთ იმას, რაც მოგწონთ და რისი შეძენის საშუალებაც გაქვთ, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი ასე მარტივად არ არის. თუ გსურთ, რომ იატაკი ლამაზი და გამძლე იყოს, 5 მნიშვნელოვანი თვალსაზრისი უნდა გაითვალისწინოთ.
იატაკის დანიშნულება
იატაკის საფარის ყველაზე გავრცელებული ვარიანტებია: პარკეტი, ხის ფიცრები, ლამინატი,ინილი ან ლინოლეუმი, კერამიკის ან ბუნებრივი ქვის ფილები, ბამბუკი და ა.შ. თუ უნივერსალურ ვარიანტს ეძებთ, ფილები ან კვარცის ვინილის ლამინატი შესანიშნავი არჩევანია - ორივე წყალგამძლე და საკმაოდ ხარისხიანია და უამრავი უპირატესობა აქვს.
დავიწყოთ იმით, რომ კვარც-ვინილის იატაკი საიმედო ხარისხის გარანტიაა. ის გამძლე და წყალგაუმტარი მრავალფენიანი იატაკის საფარია, რომელიც მდგრადია ტენიანობის მიმართ. ამის გამო მისი დაგება როგორც აბაზანაში, ასევე სამზარეულოშიც შეიძლება.
გამძლე და ელასტიკურია, მაქსიმალურად შთანთქავს ხმაურს, თბილია და მასზე ფეხსაცმლის გარეშე სიარულიც საკმაოდ კომფორტულია. ადვილი მოსავლელია – არ იზიდავს მტვერს და გაწმენდა შესაძლებელია ნებისმიერი ნეიტრალური სარეცხი საშუალებით. უსაფრთხოა, რადგან არ მავნე ნაერთებს არ შეიცავს.
ამ ტიპის იატაკის უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ საკმაოდ თხელია (2-5მმ) და იდეალურად გასწორებული ბაზა სჭირდება.
გამძლეობა
იატაკის გამძლეობა არა მხოლოდ მასალის მიხედვით, არამედ ერთი ვარიანტის ფარგლებშიც განსხვავდება. მაგალითად, ლამინატს ან ლინოლეუმს ცვეთის მიმართ სხვადასხვა გამძლეობა აქვთ. თუნდაც ყველაზე გამძლე ლინოლეუმი იყიდოთ, რომელიც წვრილი ქუსლის დაწოლას უძლებს, ეს არ ნიშნავს, რომ მას ძირს დავარდნილი დანა არ გაჭრის. მექანიკური დაზიანებისადმი წინააღმდეგობის თვალსაზრისით, იატაკის საფარები შეიძლება შემდეგი თანმიმდევრობით განთავსდეს:
• ფილა;
• კვარცის ვინილი;
• საინჟინრო დაფა;
• ლამინატი;
• კორკი;
• ლინოლეუმი.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ ვარიანტს დაახლოებით თანაბარი გამძლეობა აქვს, კორკი მაინც უკეთესია, რადგან მისი დაზიანება შეიძლება საკუთარი ხელით, ძალიან ადვილად შეაკეთოთ.
იატაკის ფერი
ყველაზე პოპულარული ღია ფერის, ხის ტექსტურის მქონე იატაკია და ამას თავისი მიზეზი აქვს - ღია ფერის ლამინატზე, ლინოლეუმზე ან პარკეტზე მტვერი და ჭუჭყის ლაქები ნაკლებად შესამჩნევია, ვიდრე მუქი ფერის ფილებზე.
კომფორტი
კომფორტის განცდა იატაკის საფართან ურთიერთქმედების დროს სხვადასხვა ფაქტორებისგან შედგება:
• სრიალის ხარისხი;
• ხმაური;
• ტაქტილური (შეხების) შეგრძნებები.
პირობითად, კომფორტულია იატაკის საფარი, რომელზეც ფეხშიშველიც, ჩუსტებითაც ან წინდებითაც კომფორტულადდა უხმაუროდ დადიხართ. ყველამ იცის, რომ ლამინირებული იატაკი ძალიან ხმაურიანია, განსაკუთრებით თუ სახლში შინაური ცხოველი გყავთ. ასევე, ლამინატი ფილების მსგავსად, ძალიან სრიალაა.
ბევრისთვის კორკი იატაკია სამივე პარამეტრით იდეალურია - თბილია, უხმაურო და აბსოლუტურად არ სრიალებს, ძვირია და გამძლეობითაც ვერ დაიკვეხნის. პარკეტი ან საინჟინრო დაფები შესახებად სასიამოვნოა და არ სრალებს, მაგრამ მგრძნობიარეა ტენიანობის მიმართ და ფასით საშუალოზე მაღალია. გამძლეობის თვალსაზრისით, ეს საკმაოდ კარგი ვარიანტია, რადგან ზედა ფენა ყოველთვის მყარი ხის ჯიშებისგან მზადდება, ამიტომ მისი დაზიანება ადვილი არაა. განსაკუთრებული ძალისხმევით კი გრანიტის იატაკის დაზიანებაც შეიძლება.
მოერიდეთ ხის იატაკის დაგებას თუ სახლში შინაური ცხოველი გყავთ ან რეგულარულად გიწევთ ავეჯის გადაადგილება, რადგან ალბათობა იმის, რომ იატაკი დაიკაწროს ძალიან დიდია. ყურადღება მიაქციეთიმ ფაქტსაც, რომ ხის ეგზოტიკური ჯიშები ძალიან ძნელი და პრეტენზიული მოსავლელია.