თეგებით ძიება

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა კანონი, რომლითაც აშშ-ში „ტიკ-ტოკი“ იკრძალება

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა კანონი, რომელიც აშშ-ში სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკს“ კრძალავს. მოსამართლეებმა ერთხმად დაადგინეს, რომ კანონი, რომელიც კონგრესმა შარშან დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა, არ არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას სიტყვის თავისუფლებს შესახებ.

ამერიკელი კანონმდებლების შეფასებით, TikTok-ი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს, რადგან აღნიშნული აპლიკაცია ჩინეთის დაზვერვის მიერ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე სათვალთვალოდ და შპიონაჟისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული.

ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ჩინური კანონმდებლობა, რომელიც უკლებლივ ყველა ჩინურ კომპანიას, მათ შორის, ByteDance-ს ავალდებულებს - მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, ახსნა-განმარტებების გარეშე გადასცეს მომხმარებლის პირადი მონაცემები შესაბამის სამსახურებს. ამ კანონის გვერდის ავლის მექანიზმი კი ჩინურ კომპანიებს არ აქვთ, შესაბამისად, შპიონაჟის საფრთხის აღმოფხვრის გზა აპლიკაციის აკრძალვის გარეშე უბრალოდ არ არსებობს.

კანონის თანახმად, მფლობელმა ჩინურმა კომპანიამ, ByteDance-მა „ტიკ-ტოკი“ 19 იანვრამდე უნდა გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აკრძალვა ძალაში შევა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა