თეგებით ძიება

2024 წელს საქართველოში მაღალმხარჯველუნარიან ვიზიტორთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - ტურიზმის ადმინისტრაცია

2024 წელს საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტები, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ისრაელიდან, ამ ქვეყნიდან საქართველოში 310 982 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 43.3%-ით მეტია.

„მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტები ინდოეთიდან, ამ ქვეყნიდან საქართველოში 124 335 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა +46.8%-ია. ვიზიტები იზრდება ჩინეთიდანაც. ამ ქვეყნიდან საქართველოში 88 583 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 83.4%-ია. ზრდა არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აშშ-დან საქართველოში 51 728 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 10.7%-ია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 2024 წელს საქართველოში მაღალმხარჯველუნარიან ვიზიტორთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა