თეგებით ძიება

„ალბათ, რაღაც საფრთხე არსებობს და ტრამპმა გაითვალისწინა დაცვის რჩევა“ - გია აბაშიძე ინაუგურაციის დახურულ სივრცეში ჩატარებაზე

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფიცის დადების ცერემონია უამინდობის გამო, 20 იანვარს, აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში გაიმართება. „არ მჯერა, რომ ინაუგურაციის ცერემონია ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო გადაიტანეს დახურულ სივრცეში“ - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:

შეთქმულების თეორიის ვარიანტში არ მჯერა, რომ ინაუგურაციის ცერემონია ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო გადაიტანეს დახურულ სივრცეში. ალბათ, რაღაც საფრთხე არსებობს და ტრამპმა გაითვალისწინა დაცვის რჩევა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ინაუგურაცია დახურულ სივრცეში გაიმართება.

„ვაშინგტონისთვის ამინდის პროგნოზი, ქარის ფაქტორის გათვალისწინებით, შესაძლოა რეკორდულად დაბალი იყოს. ეს სახიფათო პირობებია ათიათასობით სამართალდამცველისა და ასიათასობით მხარდამჭერისთვის, რომლებიც გარეთ მრავალი საათის განმავლობაში იქნებიან. ამიტომ, ინაუგურაცია ჩატარდება შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის როტონდაში, როგორც ეს რონალდ რეიგანის შემთხვევაში მოხდა 1985 წელს, ასევე ძალიან ცივი ამინდის გამო“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა - წერს გია აბაშიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა