ზვიად ქორიძეზე თავდასხმა ადასტურებს მტრულ დამოკიდებულებას დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების მიმართ - ჯინ შაჰინი
სენატორი ჯინ შაჰინი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელ, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმას ეხმაურება და მომხდარ ძალადობას გმობს.
„მე ვგმობ ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ მიმდინარე ძალადობას მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების და მათი პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ. ბოლო თავდასხმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თანამშრომელ, ზვიად ქორიძეზე ადასტურებს მტრულ დამოკიდებულებას დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების მიმართ", - წერს სენატორი შაჰინი და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადების ტვიტს აზიარებს, სადაც აღწერილია ზვიად ქორიძეზე თავდასხმა.