ნინოწმინდაში 2 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
17 იანვარს საღამოს, ნინოწმინდის სოფელ დიდ გონდრიოში მცხოვრები ორი ახალგაზრდა, საავტომობილო გზაზე გარდაცლილი იპოვეს.
jnews.ge–ს ინფორმაციით. ახალგაზრდები გამვლელებმა ახალქალაქის კლინიკაში უკვე გარდაცვლილები შეიყვანეს. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა მიზეზი და გზის რომელ მონაკვეთზეა საუბარი. ერთ–ერთი ვერსიით, ისინი სავარაუდოდ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ.
გამოცემის ინფორმაციით, ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია.