თეგებით ძიება

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ TikTok-ის ამკრძალავი კანონი ძალაში დატოვა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა კანონი, რომელიც ჩინურ პლატფორმა TikTok-ს კრძალავს. შედეგად, კვირიდან, აშშ-ის მასშტაბით სოციალური ქსელი ხელმისაწვდომი აღარ იქნება.

კონგრესის ორპარტიულმა უმრავლესობამ კანონი გასული წლის აპრილში მიიღო.

TikTok-ის შემქმნელების მტკიცებით, კანონი არღვევს მათ უფლებას სიტყვის თავისუფლების თავისუფლებასთან დაკავშირებით. 

„ეჭვგარეშეა, რომ 170 მილიონზე მეტ ამერიკელს TikTok აძლევს გამოხატვის ინდივიდუალურ და ფართო შესაძლებლობას, თუმცა კონგრესმა დაადგინა, რომ TikTok-ზე მონაცემთა შეგროვებასთან დაკავშირებით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, არსებობს ამ გადაწყვეტილების აუცილებლობა“, - ნათქვამია განჩინებაში.

ცნობისთვის, „უცხოელი მოწინააღმდეგეების მიერ კონტროლირებული აპლიკაციებისგან ამერიკელთა დაცვის შესახებ კანონის“ მიხედვით, TikTok ან უნდა გამოეყოს მის მშობელ კომპანია ByteDance-ს, ან 19 იანვრიდან გაითიშოს „აპ სთორებიდან“ და „ჰოსტინგ“ სერვისებიდან.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს შედგება, სასამართლოს მოუწოდა, შეეჩერებინათ კანონის აღსრულება, რომ თანამდებობის დაკავების შემდეგ, დაკავებულიყო საკითხის „პოლიტიკური რეგულირებით“. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა