თეგებით ძიება

"ეს არ არის გონივრული“ - ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვაზე

ესტონეთს აქვს გეგმა იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება ესტონეთ-რუსეთის საზღვრის ჩაკეტვა, მაგრამ ეს ნაბიჯი მიგრაციის ტალღას გამოიწვევს. ამის შესახებ ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლაური ლაიანემეტსმა განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, რატომ რჩება ესტონეთისა და რუსეთის საზღვარი ღია მაშინ, როდესაც რუსეთი ენერგომომარაგებისთვის საჭირო საზღვაო კაბელების გაჭრით ესტონეთის საკუთრებას აზიანებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ საზღვრის ჩაკეტვამ შესაძლოა, მიგრანტების შეჭრა გამოიწვიოს. 

„ჩვენ გვაქვს გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ საზღვრის ჩაკეტვა დაგვჭირდება. ერთადერთი კითხვა ისაა, აიძულებს თუ არა საზღვრის ჩაკეტვა რუსებს აზრის შეცვლას? - არა, არ აიძულებს. შეიძლება თუ არა საზღვრის ჩაკეტვამ მიგრანტების კიდევ უფრო დიდი ნაკადი გამოიწვიოს, როგორც ეს პოლონეთშია, ან სხვაგან? - ჩვენ არ ვიცით.

მაგრამ თუ ეს მოხდება, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამაზე უსაფრთხოების რესურსების დახარჯვა დაგვჭირდება. ამას ძალიან დიდი ხარჯები ექნება საზოგადოებისთვის. არის ეს გონივრული? - არა, არ არის გონივრული,” - განაცხადა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა