თეირანში უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე მოკლეს
ირანის დედაქალაქ თეირანში უზენაესის სასამართლოს ორი მოსამართლე მოკლეს. ამის შესახებ Nexta live იუწყება.
შეიარაღებულმა პირმა ირანის უზენაეს სასამართლოსთან ცეცხლი გახსნა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
დაღუპული მოსამართლეები, მოჰამედ მონისეხი და ალი რიზანი ტერორიზმის, ჯაშუშობის და ნაციონალური უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საქმეებს განიხილავდნენ.