თეგებით ძიება
18. 01. 2025 სპორტი

„მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, დენის ლოუ გარდაიცვალა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ფორვარდი და შოტლანდიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე დენის ლოუ 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას MSN-ი ავრცელებს.

ლოუს მესამე ადგილი უკავია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ბობი ჩარლტონისა და უეინ რუნის შემდეგ – 237 გოლი 404 ოფიციალურ მატჩში.

1964 წელს დენის ლოუმ „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ მოიპოვა და დღემდე ერთადერთ შოტლანდიელად რჩება, ვინც ეს მოახერხა.

ლოუ შოტლანდიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია – მან 55 მატჩში 30 გოლი გაიტანა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა