თეგებით ძიება

რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებული შაკო მაღრაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებული შაკო მაღრაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ბაბილოსთან დაკავებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შალვა მაღრაძე გადაიყვანეს საავადმყოფოში," - წერს გუჯა ავსაჯანიშვილი.

მაღრაძე ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი. მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა