ათი დღე ეძებდნენ… - ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომლის ცხედარი ზღვამ გამორიყა
ბათუმში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
"სფეისნიუსმა" დაღუპულის ვინაობა გაარკვია. სააგენტოს ცნობით, იგი ბათუმის მკვდრია.
"10 დღეზე მეტია ეძებდბენ და დღეს ზღვამ გამორიყა. სხვა დეტალები არ ვიცით", - ამბობენ ადგილობრივები.
გარდაცვლილი მამაკაცი 50 წლამდე ასაკისაა. ვინაობას ამ ეტაპზე, შეგნებულად არ სახელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.