მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო, ყველას საკადრისი პასუხი გავეცი - მიყვარხარ საქართველო! - მერაბ დვალიშვილი
მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო, ყველას საკადრისი პასუხი გავეცი. საკუთარი თავით ვამაყობ, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დაიცვის შემდეგ. მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო! იცით, რომ არასდროს ვჩერდები და მუდამ ვვარჯიშობ,მანქანა ვარ, მაგრამ როცა ამ ჩხუბს 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი, ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, მაგრამ ვიცოდი, რომ UFC-ის ვჭირდებოდი. მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო, ყველას საკადრისი პასუხი გავეცი. საკუთარი თავით ვამაყობ. შემიძლია
დღეს კარიერა დავასრულო და ბედნიერი ვიყო.
მიყვარხარ საქართველო!“, - განაცხადა დვალიშვილმა.
მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა.