თეგებით ძიება

„ამ მარცხის შემდეგ დიდი ხნით დადუმდება და დროც დიდი დასჭირდება, რომ სამართლიანად შეეჭიდოს ჩემპიონის ქამარს“ - ჩანადირი ნურმაგომედოვზე

ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

მანქანა ფორმაშია!

მანქანას უმაღლესი ხარისხის საწვავი უსხია და ადგილიდან მოწყვეტით მიჰქრის დიადი ჩემპიონების ოლიმპოსკენ!

მერაბ დვალიშვილმა შერეულ ორთაბრძოლებში ჩემპიონის ქამარი დაიცვა! 

მთავარი ორგანიზაციის უეფსის 311-ე ღონისძიებაზე რუსეთის სახელით მოასპარაზე დაღესტნელი მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და მატადორ ილია თოფურიას შემდეგ მეორე ქართველი გახდა, ვინც ჩემპიონის ქამარი დაიცვა.

უმარი საჩემპიონო ბრძოლას არ იმსახურებდა, მაგრამ მერაბი 2024 წლის დეკემბერში ტრაბახა მებძოლთან ჩხუბს დასთამხმდა. უმარს, რომელსაც აქამდე დიდ მებრძოლებთან არ მოუგია, ერჩივნა, არც ეტრაბახა და მის გამოწვევას არც მერაბი დათანხმებულიყო. ამ მარცხის შემდეგ ის დიდი ხნით დადუმდება და დროც დიდი დასჭირდება, რომ სამართლიანად შეეჭიდოს ჩემპიონის ქამარს.

მერაბ დვალიშვილი საოცარი გამარჯვებების სერიას აგრძელებს. მანამდე სამი დიდი ჩემპიონი დაამარცხა ზედიზედ. ის ასევე პირველია შერეული ორთაბრძოლების ზემსუბუქი წონის რეიტინგში.

მანქანა აწყვეტილი მიჰქრის მარადიული ოლიმპოსკენ. ავზი სავსეა უმაღლესი ხარისხის საწვავით. გზატკეცილი კი მოპრიალებულია.

მერაბმა მატადორივით დიდება დაიმსახურა! - წერს ჩანადირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა