თეგებით ძიება

შავი ნიორი - რატომ არის ის სიცოცხლის ელექსირად აღიარებული?

რა არის შავი ნიორი?

შავი ნიორი ჩვეულებრივი, თეთრი ნივრის ფერმენტაციის გზით მიიღება. ნიორს რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, გარკვეული ტემპერატურის და ტენიანობის რეჟიმზე ინახავენ.

ნივრის გაცხელების დროს ამინომჟავებსა და შაქარს შორის ქიმიური რეაქცია ხდება, რასაც კარამელიზაცია ეწოდება. კარამელიზიებულ, შავ ნიორს რბილი, წებოვანი ტექსტურა, მუქი ფერი და მოტკბო გემო აქვს.

როდის და როგორ გაჩნდა შავი ნიორი

ამბობენ, რომ ისეთ აზიურ ქვეყნებში, როგორიცაა იაპონია, კორეა და ტაილანდი, ხალხი შავ ნიორს თიხის ქოთნებში საუკუნეების განმავლობაში ამზადებდა. ქოთნებს დიდი ხნის მანძილზე, მხურვალე მზეზე ტოვებდნენ, სადაც ფერმენტაცია მიმდინარეობდა. დღეს აზიელები შავ ნიორს მულტიფუნქციურ ქვაბებსა და სპეციალურ კამერებში ამზადებენ.

2004 წელს სამხრეთ კორეელმა სკოტ კიმმა კომპანია Black Garlic Inc დააარსა, თავისი გამოგონილი მოწყობილობა დააპატენტა და შავი ნივრის მასობრივი წარმოება დაიწყო.

სამი მიშლენის ვარსკვლავის მქონე, მსოფლიოს საუკეთესო რესტორნად აღიარებული Noma-ს შეფმზარეულმა, რენე რეძეპმა 2018 წელს დაწერა წიგნი „Noma-ს ფერმენტაციის სახელმძღვანელო“ და მასში საზოგადოებას პროდუქტების ფერმენტაციის ახალი მეთოდები გაუზიარა. ავტორის თქმით, ნივრის ფერმენტაციის უნიკალურობა ტემპერატურაში მდგომარეობს: 60°C-ზე მიკრობები იღუპებიან და გარკვეული ქიმიური პროცესები იწყება. ასევე მნიშვნელოვანია ტენიანობის 70-90%-ზე შენარჩუნება. ეს რეაქციები იწვევს ნივრის ფერის, გემოსა და შაქრის შემცველობის ცვლილებას. საბოლოოდ მიიღება მუქი ფერის პროდუქტი, რომელიც უმი ან მოხარშული ნივრისგან გარეგნულადაც და გემოვნური თვისებებითაც განსხვავდება.

რა სარგებლობა აქვს შავ ნიორს?

შავი ნივრის სასარგებლო თვისებებმა მკვლევრების ყურადღება დიდი ხნის წინ მიიპყრო. 2021 წელს, შავი ნივრის სასარგებლო თვისებების შესახებ ტაივანის სამედიცინო უნივერსიტეტში ვრცელი მიმოხილვა გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, ფერმენტაციის შედეგად ნივრის ნახშირწყლების პროფილი ორმაგდება და ანტიოქსიდანტების შემცველობა იზრდება.

კვლევებით დადასტურებულია, რომ შავი ნიორი სამკურნალო გავლენას ახდენს ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა დიაბეტი, სიმსუქნე და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ის ებრძვის დაბერების პროცესს და სიმსივნის წინააღმდეგად ძალიან ეფექტურია, თუმცა კლინიკური ტესტირებები ჯერ წინაა.

ზოგი მწარმოებელი აღნიშნავს, რომ შავი ნიორი დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევის სისტემაზე, ებრძვის ათეროსკლეროზს, აწესრიგებს არტერიულ წნევას, აძლიერებს იმუნიტეტს, ებრძვის პათოგენურ ბაქტერიებს, ანთებით პროცესებსა და გაციებას.

ჩვეულებრივ ნიორთან შედარებით, შავი ნიორი გაცილებით მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ამიტომ მას სიცოცხლის ელექსირი უწოდეს.

გააგრძელეთ კითხვა 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა