პროტესტის 53-ე დღე - რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა პარლამენტის წინ, საავტომობილო გზა გადაკეტეს.
მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.