თეგებით ძიება

„ ზღვა შტორმული იქნება, მდინარეებში წყლის დონე კი მნიშვნელოვნად მომატებული, გთხოვთ იყავით ფრთხილად! “ - მეტეოროლოგი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს:

„19 იანვრის საღამოსა და 20 იანვრის ღამეს - დაბლობსა და ბარში წვიმა ზოგან შესაძლოა თოვლჭყაპში გადავიდეს, თუმცა თოვლის საფარის ჩამოყალიბება ნაკლებ სავარაუდოა.

ტემპერატურა ყველგან იქნება დაბალი, ზღვაზე ღელვა 5 ბალამდე მოიმატებს, მდინარეებში კი წყლის დონე მკვეთრად მოიმატებს.

ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიაზე სტიქიური პროცესების განვითარების მაღალი ალბათობის გამო, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებულ წყალში შთაფლვის რიტუალთან მიმართებაში, გთხოვთ იყავით ფრთხილად“, - წერს მეტეოროლოგი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა