სოფელ ჯიხაიშში 2 ქვეითს ავტომობილი დაეჯახა - ერთი მათგანი, ადგილზე დაიღუპა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა.
„ინფო იმერეთის“ ინფორმაციით, ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.