აქციაზე დაკავებულ ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წელი მიესაჯა
ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წელი მიესაჯა, - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პროკურატურა ბუბუტეიშვილს პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავებოდა, რამაც 500 ლარის ზიანი გამოიწვია. ასევე, მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას, რომელიც მას მარცხენა მხარში მოხვდა.
პროკურატურამ მისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე ამ ეტაპზე უარი თქვა.