თეგებით ძიება

ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების ბრძანებას გასცემს - Fox News

ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების ბრძანებას გასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

Fox News-ის ცნობით, ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი საზღვრის უსაფრთხოებასთან და იმიგრაციასთან დაკავშირებით 11 აღმასრულებელ ბრძანებას გამოსცემს.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის გაგრძელებისა და საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების განკარგულებას გასცემს.

ასევე, ერთი-ერთი აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, დონალდ ტრამპი კარტელებსა და კრიმინალურ დაჯგუფებებს ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა