დონალდ ტრამპმა, ინაუგურაციის ცერემონიაზე შეერთებულ შტატებში "საღი აზრის რევოლუცია" გამოაცხადა - გია მურღულია
„ძალიან საინტერესო ცვლილებები იწყება, რომლებიც მთელ მსოფლიოზე აისახება“ - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი გია მურღულია დონალდ ტრამპის ინაუგურაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ინაუგურაციის ცერემონიაზე შეერთებულ შტატებში "საღი აზრის რევოლუცია" გამოაცხადა.
ამ რევოლუციას როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, რამდენიმე არსებითი საყრდენი აქვს.
ყველაფერი იწყება დაუყოვნებლივ.
უარი ითქვა "რადიკალურ თეორიებზე.
შეერთებული შტატები და სამყარო დღეს გამოცხადებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებებით განვითარების ახალ ეტაპზე გადადიან - იმედი იბადება, რომ იქნება მეტი მშვიდობა, მეტი სამართლიანობა, მეტი რაციონალურობა და ნაკლები სიგიჟე (მაგალითად. უარყოფილი იქნება ორზე მეტი სქესის აღიარება და განათლების სისტემის რადიკალიზაცია).
პრეზიდენტი ტრამპი "ოქროს ხანის" დადგომასა და "ამერიკის აღდგენაზე" საუბრობს.
ძალიან საინტერესო ცვლილებები იწყება, რომლებიც მთელ მსოფლიოზე აისახება.
ძალიან მალე ჩვენ დავინახავთ, რა პროცესები დაიწყება და განვითარდება.
იმედი დავიტოვოთ, რომ ეს პროცესები საქართველოსთვის სასიკეთო იქნება.
მსოფლიო დაიღალა უამრავი ხელოვნური გამოწვევითა და სიგიჟით - "საღი აზრის რევოლუცია" მთელ სამყაროს სჭირდება - წერს გია მურღულია.