თეგებით ძიება

დიდი იმედი მაქვს, რომ ტრამპის ლიდერობით ჩვენ შევძლებთ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას - მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ინაუგურაციას სოციალურ ქსელში ულოცავს.

„ინაუგურაციას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ლიდერობით ჩვენ შევძლებთ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას.

წარმატებებს ვუსურვებ პრეზიდენტ ტრამპს მის მიერ დასახული მიზნების მიღწევაში, გაცხადებული ღირებულებების დაცვასა და გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლაში!“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა