პანამის არხი არის და იქნება პანამის - პანამის პრეზიდენტი
"პანამის არხი არის და იქნება პანამის“, - ამის შესახებ პანამის პრეზიდენტმა ხოსე რაულ მულინომ განაცხადა.
"პანამის არხი არის და იქნება პანამის და მისი ადმინისტრაცია კვლავაც იქნება პანამის კონტროლის ქვეშ მისი მუდმივი ნეიტრალიტეტის შესაბამისად“, - აღნიშნა პანამის პრეზიდენტმა.
მან, ასევე, უარყო ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ არხს ჩინეთი აკონტროლებს.
"მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, რომელიც არხის კონტროლში ერევა“, - აცხადებს ხოსე რაულ მულინო.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ“.