მოსკოვი და პეკინი ურთიერთობებს მეგობრობისა და ურთიერთნდობის საფუძველზე აშენებენ - პუტინი
„მოსკოვი და პეკინი ურთიერთობებს მეგობრობისა და ურთიერთნდობის საფუძველზე აშენებენ,“ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინის თქმით, მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის საფუძველი ეროვნული ინტერესები და შეხედულებების დამთხვევაა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობები დიდ სახელმწიფოებს შორის.
ინფორმაციისთვის, პუტინსა და სი ძინპინს შორის საუბარი შედგა, რა დროსაც პუტინმა ჩინელ კოლეგას „ძვირფასი მეგობარი“ უწოდა.