თეგებით ძიება

ტრამპის გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ ჩაფიქრებული და დაგეგმილი ახალი "პანდემია" ვეღარ შედგება - დავით ქართველიშვილი

„შემთხვევითი არაა, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ს გამოსვლა იყო“ - პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ უკვე ჩაფიქრებული და დაგეგმილი პანდემიის გამოცხადებას ხელი შეუშალა.

რომ არა დონალდ ტრამპის გამარჯვება, ქამალა ჰარისის მმართველობის შემთხვევაში, მსოფლიოს უკრაინულ და ახლოაღმოსავლეთის კატასტროფებთან ერთად უფრო საშინელი და მზაკვრული პერსპექტივები დაემუქრებოდა. ინაუგურაციამდე ამერიკის ნაციონალური დაზვერვის უწყების პოტენციური ახალი ხელმძღვანელი ტალსი გაბარდი ტყუილად არ შეახსენებდა საერთაშორისო თანამეგობრობას უკრაინაში განლაგებული 30-ზე მეტი ბიოლოგიური ლაბორატორიის თაობაზე. შემთხვევითი არაა, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ს გამოსვლა იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩაფიქრებული და დაგეგმილი ახალი "პანდემია" ვეღარ შედგება.

კორონავირუსული პანდემია, რომელსაც დასავლეთში (და „განვითარებულ“ აზიაში) შეხვდნენ ასეთი არაადეკვატური (როგორც ჩანს) მღელვარებით, აშკარად იყო ერთგვარი პროლოგიც და ტრენინგიც სამომავლოდ შორს მიმავალი გეგმებისა. თავდაპირველად მას სერიოზულად აღიქვამდნენ ისინი, ვინც აცნობიერებდნენ მომავლის რეალურ საფრთხეებს. იმიტომ, რომ ელოდებოდნენ ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას, რომელიც მესამე მსოფლიო ომის მთავარ, მკვლელ „ნარატივად“ უნდა გადაქცეულიყო, როგორც მომავლის ერთ-ერთი საბაზისო სცენარი, თავის დროზე როკფელერის ფონდის მიერ შემუშავებული.

ახალი დაავადებისთვის (და ერთდროულად შეიძლება რამდენიმე მათგანი გამოჩნდეს) პირობითად შეიძლება მიენიჭებინათ მაგალითად, „ავღანური გრიპის“ სახელი („ესპანური გრიპის“ ანალოგიით, რომელიც ესპანეთში არც კი დაწყებულა − და ესეც სიმპტომატურია). რატომ „ავღანური“? იმ გეოგრაფიულ არეალთან (აზიასთან) გაიგივებით, სადაც უფრო პროგნოზირებადია ამ სასიკვდილო იარაღის გამოყენების დასაწყისი. ყოველ შემთხვევაში, აღნიშნული სცენარის შესაძლო განვითარებისთანავე, კაცობრიობა "ციკლურ დათბობასთან" ერთად, ახალი „ჭირის“ თავის მორიგ პორციას აუცილებლად მიიღებდა, ხოლო გადარჩებოდა ის, ვინც წინა პანდემიიდან, როგორც ერთგვარი მოთელვიდან და ყოვლისმომცველი საზოგადოებრივი დატესტვიდან − შესაბამისს დასკვნებს გამოიტანდა და სოციალურ იმუნიტეტს გამოიმუშავებდა.

როდესაც ტრამპი არაერთგზის აცხადებდა, რომ მხოლოდ მას შეუძლია პლანეტას აარიდოს მესამე მსოფლიო ომი - არაა გამორიცხული, რომ სწორედ ბიოლოგიურ და ეპიდემიოლოგიურ "არმაგედონს" გულისხმობდა. ამიტომაც გამოვიდა ის პირველ რიგში იმ ორი ყველაზე ტოქსიკური ორგანიზაციიდან, როგორიც არის "პარიზის კლიმატის ცვლილების ხელშეკრულება" და "ჯანმო"... - წერს დავით ქართველიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა