თეგებით ძიება

"ივანიშვილმა წარმომადგენლის მეშვეობით გამომიგზავნა წერილი, სადაც ჩემი თავისუფლების საფასურად დიდძალი ოდენობით კრიპტოვალუტას ითხოვს" - გი­ორ­გი ბაჩიაშვილი

ასე ვთქვათ, ივა­ნიშ­ვილ­მა კრი­მი­ნა­ლუ­რი „სო­ჩი­კი“ ჩა­მირ­თო, - ამის შე­სა­ხებ თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მისი ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე მხა­რე­ე­ბი შე­სა­ვალ სი­ტყვას წარ­მოთ­ქვა­მენ.

ბა­ჩი­აშ­ვი­ლის თქმით, სპექ­ტაკ­ლი, რო­მელ­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დგამს, პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია. მან მო­სა­მარ­თლეს მო­უ­წო­და, სა­სა­მარ­თლო­ში ივა­ნიშ­ვი­ლის მოწ­მედ და­კი­თხვა უზ­რუნ­ვე­ლე­ყო, ვი­ნა­ი­დან ბა­ჩი­აშ­ვი­ლის თქმით­ვე, ივა­ნიშ­ვი­ლი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ პრო­ცეს­ზე არ გა­მო­ცხად­დეს.

ამას­თან, ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის პი­რა­და­დაა მომსწრე, მო­სა­მარ­თლე­ე­ბი და პრო­კუ­რო­რე­ბი რო­გორ და­დი­ოდ­ნენ ივა­ნიშ­ვილ­თან, რაც იმის სა­ფუძ­ველს აძ­ლევს, სა­სა­მარ­თლოს მი­მართ უნ­დობ­ლო­ბა ჰქონ­დეს.

"დღეს თქვენს წი­ნა­შე სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი ვდგა­ვარ. ეს სა­სა­მარ­თლო არა­ნა­ირ კა­ნონ­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე არაა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რად­გან ჩემს დას­ჯას, ან­გა­რიშს­წო­რე­ბას და ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვას ისა­ხა­ვას მიზ­ნად, დას­ჯას იმი­სათ­ვის, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის ან­ტი­და­სავ­ლუ­რი დღის წეს­რი­გი არ გა­ვი­ზი­ა­რე და ჩემი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თგუ­ლი დავ­რჩი.

ჩემს საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს არც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვი­ლის უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბებს გა­ამ­ყა­რებს. მე მქონ­და ჩემს კომ­პა­ნი­ა­ზე სეს­ხი აღე­ბუ­ლი ბან­კში, რო­მე­ლიც პირ­ნათ­ლად გა­და­ვი­ხა­დე.

პრო­კუ­რორ­მა ახ­სე­ნა ჩემი პი­რა­დი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა, სა­დაც ჩემს მიერ ლე­გა­ლუ­რად მო­პო­ვე­ბუ­ლი თან­ხე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბას ვახ­დენ­დი. ჩემი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­გორც ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა, ვერ იქ­ნე­ბა გან­მარ­ტე­ბუ­ლი. ვე­ლო­დე­ბი, ამ შე­ნო­ბა­ში ჩემს წი­ნა­შე რო­დის წარ­დგე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რომ პი­რა­დად მისი აქ ყოფ­ნის დროს და­ვამ­ტკი­ცო, ეს ყვე­ლა­ფე­რი მისი ფაბ­რი­კა­ცი­აა, მაგ­რამ მას ეში­ნია ნე­ბის­მი­ერ სა­სა­მარ­თლო­ში მოწ­მედ და­კი­თხვა, მე ამის პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პრო­კუ­რო­რიც და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც ყვე­ლა­ნა­ირ ზე­წო­ლას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­სა­მარ­თლო­ზე, რომ აქ არ გა­მოჩ­ნდეს. სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რა­ფერს იზამს და და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ნე­ბას.

თქვენ, რო­გორც მო­სა­მარ­თლემ, ივა­ნიშ­ვი­ლის აქ გა­მო­ჩე­ნა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოთ, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა, მას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა არ აქვს და მისი არც ჩარ­თვა არ უნდა მოხ­დეს.

სა­სა­მარ­თლო უნდა იძი­ებ­დეს ვი­ნაა კო­რუფ­ცი­ა­ში გა­რე­უ­ლი და არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ზე­პირ ჩვე­ნე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სპექ­ტაკლს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა შეც­დო­მა გა­ი­მე­ო­რა და სა­სა­მარ­თლოს დას­ჯის ია­რა­ღად იყე­ნებს. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს ჩა­დის, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი, კო­რუფ­ცი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა გა­იგ­რძე­ლოს. მე შე­მეძ­ლო გავ­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყა­ვი და ივა­ნიშ­ვილ­თან გა­რი­გე­ბა­ზე წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ამა­ზე უარი ვთქვი.

ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ვის წარ­მო­მად­გენ­ლის მეშ­ვე­ო­ბით გა­მო­მიგ­ზავ­ნა წე­რი­ლი, სა­დაც ჩემი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფა­სუ­რად დი­დძა­ლი ოდე­ნო­ბით კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტას ითხოვს, პირ­და­პირ, მი­თი­თე­ბუ­ლია, თუკი არ და­ვაბ­რუ­ნებ ამ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტას, მზარ­დი თან­ხე­ბია მი­თი­თე­ბუ­ლი, კრი­მი­ნა­ლუ­რი „სო­ჩი­კი“ ჩა­მირ­თო ასე ვთქვათ, ივა­ნიშ­ვილ­მა. პა­ტიმ­რო­ბის მუ­ქა­რა - რაც კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ ეს სპექ­ტაკ­ლი, რა­საც დგამს, პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, ეს პირ­და­პირ გა­მო­ძალ­ვაა",- გა­ნა­ცხა­და ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.

ბა­ჩი­აშ­ვი­ლის თქმით, მას პირ­ველ ჯერ­ზე 5000 ბიტ­კო­ი­ნი მოს­თხო­ვეს, ყო­ველ­თვე კი თუკი არ გა­და­იხ­დი­და, რა­ო­დე­ნო­ბა 500 ბიტ­კო­ი­ნით გა­იზ­რდე­ბო­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მას წე­რი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­უგ­ზავ­ნეს.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა 2017 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბას ეხე­ბა. კერ­ძოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ინ­ვეს­ტორს ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი სრუ­ლი მო­გე­ბის სა­ნაც­ვლოდ მხო­ლოდ 536 900 აშშ დო­ლა­რი გა­დას­ცა, ხოლო დარ­ჩე­ნი­ლი ინ­ვეს­ტო­რის კუთ­ვნი­ლი 8986 ოდე­ნო­ბის ბიტ­კო­ი­ნი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ით­ვი­სა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც მისი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში 43 მი­ლი­ო­ნამ­დე აშშ დო­ლარს შე­ად­გენ­და.

გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნევს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა 9-დან 12-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა