თეგებით ძიება

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი, ნიკუშა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება

ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ნი­კუ­შა კა­ცია კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ნინო თა­რაშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

მისი გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე­ში რა­ი­მე ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა, რაც აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის ან გა­უქ­მე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და, არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს და მო­სა­მარ­თლემ ყვე­ლა მათ­გა­ნი საქ­მეს და­ურ­თო. ამას­თან, გა­და­ი­სინ­ჯა და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა და ის ძა­ლა­ში დარ­ჩა.

ამას­თან, საქ­მე არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცა.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე დაც­ვის მხა­რემ პრო­კუ­რორ ნუგ­ზარ ჭი­ტა­ძის აცი­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა, მო­სა­მარ­თლემ ეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

პრო­კუ­რო­რი ნუ­გარ ჭი­ტა­ძის თქმით, საქ­მე­ზე ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა არ არის გა­მოვ­ლე­ნი­ლი, რაც აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­უქ­მე­ბის ან შეც­ვლის სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და. პრო­კუ­რო­რი ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან მი­მალ­ვის და ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე­ებ­ზე სა­უბ­რობ­და. ამას­თან, აღ­ნიშ­ნა, რომ ბრალ­დე­ბულს ნარ­კო­ტი­კებ­თან ხელი მარ­ტი­ვად მი­უწ­ვდე­ბა.

ამ პო­ზი­ცი­ას დაც­ვის მხა­რე არ და­ე­თან­ხმა და რო­გორც ად­ვო­კატ­მა ნინო ლო­მი­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, კა­ცი­ას პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი არ არ­სე­ბობს. ამას­თან, ად­ვო­კა­ტი აცხა­დებ­და, რომ კა­ცია წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი არ არის.

მო­სა­მარ­თლის კი­თხვა­ზე, ცნობ­და თუ არა ის თავს დამ­ნა­შა­ვედ, კა­ცი­ამ უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი გას­ცა.

„არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში... ნუ გან­მი­მარ­ტავთ, რად­გან უდა­ნა­შა­უ­ლო ვარ",- გა­ნა­ცხა­და კა­ცი­ამ.

ცნო­ბის­თვის, ნი­კუ­შა კა­ცი­ას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნა­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 20-წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ნი­კუ­შა კა­ცია 7 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა